რიჩარდ ბახი "თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი"ფოტომასალა

четверг, 15 марта 2018 г.

„...კითხვაც უნარია, ნიჭია კითხვაცა“...



     „...კითხვაც უნარია, ნიჭია კითხვაცა“...
                               ოთარ  ჩხეიძე                      
      „...ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი,    ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“...
                                             გურამ   დოჩანაშვილი

       
 კითხვა, ლიტერატურა, ახალგაზრდის წიგნიერების დონეს ამაღლებს.  
 167-ე საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ „მთიებში“, ამ მხრივ, ვცდილობთ, შედეგებს მივაღწიოთ. განვიხილეთ რევაზ ინანიშვილის ნოველები;  ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელწინდა“; დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“; რიჩარდ ბახის „თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი“; ჩავატარეთ დისკუსია სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით, გვქონდა შეხვედრა პოეტებთან, მანანა ბრაჭულთან,  ნინო მოდრეკილაძესთან, ეკატერინე გაბედავასთან, აღვნიშნეთ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე.
           საინტერესო მუშაობა გრძელდება, მკითხველთა კლუბის წევრები ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის  ჟურნალ „ათინათის“ ნორჩი ავტორები არიან (მთავარი რედაქტორი გულნაზ ხარაიშვილი). ჩვენს საქმიანობას    მხარს უჭერს  სკოლის დირექცია /დირექტორი-ელენე ფუტკარაძე, დირექტორის მოადგილე-ლია ნიშნიანიძე/, მშობლები. ეს მოსწავლეთა  მოტივაციას ამაღლებს.  მათ ძალიან უყვართ   ლიტერატურა და ცდილობენ გახდნენ გამორჩეული მკითხველები.


                                                    ლამარა გერგედავა 
თბილისის 167-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მკითხველთა კლუბ  „მთიების“ კურატორი
                     

                                                                →         ☀   ☀  ☀


                                                                                                 

                                                              

                                                                  



















1 комментарий:

  1. 1xBet korean – How To Get BONUS - Legalbet
    1xBet is a 1xbet korean new online gambling brand with a range of kadangpintar promotions and bonuses that will ensure a loyal customer base. It is a หาเงินออนไลน์ member of the

    ОтветитьУдалить