რიჩარდ ბახი "თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი"ფოტომასალა

კლუბ „მთიების" წესდება

                                                        ბრძანება  

                                   2017 წლის   23 მარტი, ქ.თბილისი

          თბილისის 167–ე საჯარო სკოლის ბაზაზე,   მოსწავლეთა     საკლუბო მუშაობის  ჩამოყალიბებისა  და  მისი წესდების დამტკიცების  შესახებ
           

         
 ,,ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის გათვალისწინებით:


1.      ჩამოყალიბდეს  მკითხველთა კლუბი
2.      დამტკიცდეს მკითხველთა კლუბის წესდება
3.      ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
                                                    
                                                     დანართი N 1
                         
                                        მკითხველთა კლუბის წესდება
              
                                            1.ზოგადი დებულებები

      მუხლი 1. მკითხველთა კლუბის  სტატუსი

 1.მკითხველთა კლუბი (შემდგომში– თბილისის 167–ე საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი)

არის სკოლის ბაზაზე  ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,  საერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება
      მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.


                                                                                                                                                               
2. კლუბი მუშაობას წარმართავს  ,,ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონით
3.  კლუბი იქმნება   სკოლის  სახელმწიფო ქონების  საფუძველზე და მის  კონტროლს ახორციელებს დირექცია და  სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით
4. კლუბს აქვს  წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში


 მუხლი 2.  მიზნები, ფუნქციები ,  საქმიანობა
           
            კლუბის მიზანია:

 ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა

 ბ) წიგნიერების განვითარება

გ)კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება,  კულტურათა დიალოგი
                 
                             კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი:
   კლუბის წევრ  მოსწავლეთა უფლებები  განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ  გაასაჩივრონ სკოლის  ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
      სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.  
   კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები  

                                    კლუბის სტრუქტურა

კლუბის სტრუქტურა:  მოსწავლეები,   ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი,  მშობლები.
          
                                      ლიდერი მოსწავლე
  არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე
                        კლუბის კურატორი მასწავლებელი
 არის სკოლის პედაგოგი, მისი  კურატორობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ  მოსწავლესთან  ერთად, ერთი წლის განმავლობაში,  ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში, სხვადასხვა ეტაპზე
                     დამხმარე მშობელთა ჯგუფი
ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმმართვაში.
  დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა  შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან. 
                   ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:
       ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას
       ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის წევრებთან
         გ) ორგანიზებას უწევს  საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური  მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად
დ) საჭირო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს

                        კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
 წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას:
 საკლუბო მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს:
·         კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
·         კლუბის წესდება;
·         კლუბის სამუშაო გეგმა;
·         განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
                           საკლუბო მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან პერსონალურ გვერდზე, ეტაპობრივად ატვირთავს:
·         საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას
                  საკლუბო მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს:
·         რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ)რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ
გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა?
ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ?
ზ)რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას?


·         მოსწავლეებისა და მშობლების შეფასებას

Комментариев нет:

Отправить комментарий