განცხადება
თბილისის 167–ე
საჯარო სკოლის ბაზაზე, იქმნება მკითხველთა კლუბი,
რომელიც აქტივობებს განახორციელებს 2017/2018
სასწავლო წლის განმავლობაში.
მკითხველთა კლუბი (შემდგომში– თბილისის 167–ე საჯარო
სკოლის მკითხველთა კლუბი) არის სკოლის ბაზაზე
ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო
ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა
გაერთიანება
მკითხველთა კლუბის წევრი
შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას,
მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
კლუბის მიზანია:
ა) ეროვნული და
ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა
ბ) წიგნიერების განვითარება
გ)კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება, კულტურათა დიალოგი
კლუბს უხელმძღვანელებს ლიდერი მოსწავლე და კურატორი
მასწავლებელი
კლუბის წევრობის მსურველები
გაერთიანდით სოციალურ ქსელ facebook-ში, ჯგუფის სახელწოდებაა: მკითხველთა კლუბი „მთიები“
მკითხველთა
კლუბ „მთიების“ კურატორი,
167–ე საჯარო სკოლის მასწავლებელი - ლ.გერგედავა
2017 წლის 26 მარტი
Комментариев нет:
Отправить комментарий