რიჩარდ ბახი "თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი"ფოტომასალა

რეფლექსია-2018 წ

                    
                  
მკითხველთა კლუბ „მთიების“  კურატორი მასწავლებლის, ლ.გერგედავას  მიერ, e.shool-ში, პროფესიულ საქაღალდეში განსათავსებელი დოკუმენტაცია


1.      კლუბის განაცხადის ბმული- http://mtiebi167.blogspot.com/p/blog-page_16.html

    2.   კლუბის კურატორი  მასწავლებლის რეფლექსია
2017 წლის 26 მარტს, სსიპ 167-ე საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა მკითხველთა კლუბი „მთიები“, რომლის დაარსებისთანავე, ბლოგზე  http://mtiebi167.blogspot.com/p/blog-page.html განთავსდა შემდეგი ინფორმაციები:
     1.კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა,  http://mtiebi167.blogspot.com/p/blog-page_16.html
2.კლუბის წესდება http://mtiebi167.blogspot.com/p/blog-page_5.html
3.კლუბის სამუშაო გეგმა http://mtiebi167.blogspot.com/p/blog-page_20.html
4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის http://mtiebi167.blogspot.com/p/blog-page.html
სასწავლო წლის განმავლობაში ბლოგზე  http://mtiebi167.blogspot.com ეტაპობრივად იტვირთებოდა საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო-მასალა,
                                   
  სოციალურ ქსელ facebook-ზე შეიქმნა  ჯგუფი  „მკითხველთა კლუბი „მთიები“. ბლოგ  http://mtiebi167.blogspot.com-ს მსგავსად, აქაც,  ყველაფერი ანალოგიურად განმეორდა, განსხვავებული იყო ის, რომ აქტივობის ამსახველი ვიდეოების ფრაგმენტები და  ღონისძიების ჩატარების შესახებ განცხადებები  ქვეყნდებოდა, ტარდებოდა გამოკითხვები.
           კლუბის მიზანს წარმოადგენდა:
  ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა
 ბ) წიგნიერების განვითარება
 გ)კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება,     კულტურათა დიალოგი
  მკითხველთა კლუბის დაარსება განაპირობა კულტურათაშორის კომუნიკაციების აუცილებლობამ, რომელიც მჭიდროდ უნდა დაკავშირებოდა ეროვნულ იდეალებს. ასევე  განაპირობა   საერთაშორისო აქტუალურმა საკითხმა, მოზარდებში წაკითხულის გააზრების საშუალო ან დაბალმა მაჩვენებელმა. წიგნიერების საერთაშორისო კვლევის PIRLS-ის კვლევებმა. რომელიც 2001 წლიდან ტარდება (საქართველო მას 2006 წლიდან შეუერთდა)  და ამოწმებს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარს. საქართველო, 2016 წელს,  488 ქულით, საშუალო მაჩვენებლით შეფასდა, ისევე როგორც  2011-ში. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა.
          კლუბში ჩატარდა ეროვნული თუ საზღვარგარეთული ლიტერატურების კითხვა-გაანალიზება, დისკუსიები, შეხვედრები პოეტებთან. კლუბის წევრთა შემოქმედებითი ნიმუშები გამოქვეყნდა ჟურნალ „ათინათში“:
1.„ათინათი“,2017,1(23),გვ,261-266                         file:///C:/Users/User/Downloads/Atinati%202017_1(23)%20(5).pdf-
2. „ათინათი“ 2017, 2(24), გვ,291-292  file:///C:/Users/User/Downloads/Atinati_2017_N2.pdf
3.„ათინათი“,2017,3(25),გვ.2008-2011 http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/226778/1/Atinati_2017_N3.pdf
4.„ათინათი“,2017,4 (26)გვ, 290
5. „ათინათი“,2018, 1(27) გვ. 3017-3019
მკითხველთა კლუბ „მთიების“ საქმიანობა გააშუქა გაზეთმა "სახალხო განათლება", "მთიები" უწიგნურობას აგვარიდებს”,/2018 წ, N1 , გვ.7-8  
  არსებობდა დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომელსაც შეიძლებოდა  ზეგავლენა  მოეხდინა კლუბის მუშაობაზე.  თავიდან  წევრთა ერთი ნაწილი აქტიური  მკითხველი იყო, მეორე ნაწილი კი-პასიური. ამ უკანასკნელთა მოტივაცია თუ არ გაიზრდებოდა, კლუბი ნელ-ნელა დაიშლებოდა. საჭირო გახდა სპეციალური, დამატებითი შეხვედრები აქტიურ მკითხველებთან და საპრეზენტაციო, განსახილველი საკითხების საინტერესო კუთხით დამუშავების მცდელობა (ტექსტებში დასახელებულ  ქვეყნებში ვირტუალური მოგზაურობა, ლექსიკის გამდიდრების მიზნით სიტყვების შესწავლა, დისკუსიების წარმართვა, დამოუკიდებელი აზროვნების წარმოჩენა...). მკითხველთა კლუბის წევრთა რიცხვი გაიზარდა, გააქტიურდნენ პასიური მკითხველებიც.
         კლუბის მუშაობის ხარვეზად ვთვლი იმას, რომ კულტურათაშორის კომუნიკაციების მოსაძიებლად  არასაკმარისად ვიშრომეთ. მუშაობის გასაუმჯობესებლად, ვცდილობ, მომავალი წლიდან მოვიძიოთ, ინტერნეტსივრცის მეშვეობით, ყველა შესაძლო გზა, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად.
ინფორმაცია   კლუბის შესახებ ყველა დაინტერესებული პირისთვის დროულად იყო ხელმისაწვდომი.
         მოსწავლეებს ვეხმარებოდი იდეების რეალიზებაში.
         კლუბის წევრებთან ერთად ვგეგმავდი აქტივობებს.
        კეთილგანწყობილი უსაფრთხო გარემო დაფუძნებული იყო თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე. რომელიც    ქმნიდა ნიადაგს ურთიერთთანამშრომლობისათვის,   
               
                  ხელმოწერა:      მკითხველთა კლუბ „მთიების“კურატორი ლ.გერგედავა
                 თარიღი: 2018 წლის მაისი


   3.      მოსწავლის შეფასება
       მკითხველთა კლუბ „მთიების“ შექმნის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამის შესახებ მათ, თავიდანვე,  განცხადებით ეცნობა. შემდეგ ინფორმაცია განთავსდა კურატორად არჩეული მასწავლებლის ბლოგზე  http://mtiebi167.blogspot.com,  და სოციალურ ქსელ facebook-ზე, სახელწოდებით: „მკითხველთა კლუბი „მთიები“.
    კურატორი მასწავლებელი დახმარებას გვიწევდა ინიციატივების შემუშავებაში. აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
   კლუბში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, უსაფრთხო  გარემო, კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
  ხელმოწერა:     მარიამ ცანავა   მე-9 კლასის მოსწავლე, კლუბ „მთიების“ წევრი, ლიდერი
   თარიღი: 2018 წლის მაისი




4.    ბმულების მისამართები, რომლებზეც ატვირთულია კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტომასალები












Комментариев нет:

Отправить комментарий